18 ნოემბერს გაიმართება აღმოსავლეთმცოდნეობის მეცხრე ახალგაზრდული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამივე სასწავლო საფეხურის სტუდენტებს ორიენტალისტიკური თემატიკის მოხსენებებით.
კონფერენცია მიეძღვნება პროფ. ლილი ჟორჟოლიანის იუბილეს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ ვიზირებული თეზისები 7 ნოემბრამდე უნდა გადმოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino.ejibadze@tsu.ge.
მოხსენებათა თეზისები დაიბეჭდება.